რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა.
პუტინთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და სხვები.
ჩრდილოეთ კორეის მიერ იარაღის მიწოდება, რომელიც უკიდურესად რუსეთისთვის აუცილებელია უკრაინაში ომის გასაგრძელებლად, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.