სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ათობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა.
ინფორმაციას სამხრეთ კორეის სააგენტო Yonhap ქვეყნის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმზრვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დაახლოებით 20-30 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, რომლებიც იმყოფებოდნენ დემილიტარიზებულ ზონაში, მცირე ხნით გადავიდნენ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, შემდეგ კი სამხრეთ კორეიდან გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ თავიანთ მხარეს დაბრუნდნენ.
ეს იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ საზღვრის დარღვევის მეორე შემთხვევა ორ კვირაზე ნაკლებ დროში. პირველი ინციდენტი 9 ივნისს მოხდა.
სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკან დაბრუნდნენ, ამის შემდეგ უჩვეულო აქტივობა არ დაფიქსირებულა.
გაერთიანებული კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ ინციდენტი შემთხვევით მოხდა.
საზღვრის დარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ აპრილის შემდეგ ასობით ჯარისკაცი განათავსა საზღვრისპირა რაიონებში, მთელი რიგი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა ნაღმების დაგება, კედლების მშენებლობა და სამხედრო ოპერაციებისთვის გზების მშენებლობა.
„ეს ქმედებები, როგორც ჩანს, არის ზომები ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალისა და მაცხოვრებლების შიდა კონტროლის გასაძლიერებლად და მათი საზღვრის გადაკვეთის მცდელობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებაში.