რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა.
როსტოვის ოქლის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი Telegram-ზე წერს.
„აზოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
ცეცხლის ქრობის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ“, - წერს გოლუბევი.