სომხეთის პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შესაძლო გამართვის საკითხზე იმსჯელებს.
სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსმენა 21 ივნისს დილით არის დაგეგმილი.
ასეთი დისკუსიის ინიციატივა „სომხეთის დემოკრატიული ძალების პლატფორმამ“ მიიღო, რომელიც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას მოიცავს. მანამდე ამ პარტიებმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უახლოეს მომავალში რეფერენდუმის გამართვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის განხილვასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია სომხეთში განხილვის საგანი უნდა გახდეს.