ჩეხეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ლიბავას მახლობლად მდებარე საწვრთნელ ბაზაზე აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
უწყების ცნობით, ინვიდენტის შედეგად დაშავდა შვიდი სამხედო და ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ადგილობრივი თანშრომელია. ყველა დაშავებული ოლომოუცის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც უწყება აღნიშნავს, შემდგომი მოვლენების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.
მანამდე ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც მოჰყვა საბრძოლო მასალის აფეთქებას ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები ცხრა დაშავებულის შესახებ.