დილიდან ჩაირთვება რეჟიმი - წყლის მინიმუმ 3-საათიანი და მაქსიმუმ 7-საათიანი მიწოდება, - ამის შესახებ GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მან კომენტარი გააკეთა თბილისის დიდი ნაწილისა და მცხეთისთვის წყლის ავარიულ გათიშვასთან დაკავშირებით.
„[როდის აღდგება წყლის მიწოდება] დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა, მას შემდეგ რაც დაიწყება უშუალოდ სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი, თუ რამდენ დღესთან იქნება დაკავშირებული ამ სამუშაოების [დასრულება]. ხვალიდან უკვე ეს სამუშაოები დაწყებული იქნება.
ხვალ დილიდან უკვე ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან მიწოდებას დღის განმავლობაში და მაქსიმუმ 7-საათიანს. ამ ყველაფრის თაობაზე ჩვენ ინფორმაციას მომხმარებელს გავუზიარებთ და მივაწვდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებელს სამუშაოების წარმოების განმავლობაში, - განაცხადა ნადირაძემ.