კანადა უკრაინას 38 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაზე განაცხადა.
კანადის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაკეტის უდიდესი ნაწილი - 14,5 მილიონი დოლარი მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში ძლიერ დაზიანდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.
დაახლოებით 11,2 მილიონი დოლარი იქნება გამოყენებული უკრაინაში რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მოამზადებს მას ევროკავშირში შესვლისთვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიების ნაღმებისგან გასაწმენდად.
გარდა ამისა, დაახლოებით 10,8 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა ისეთი ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების შექმნა და ომის დანაშაულებისა და ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.
კიდევ 1,45 მილიონი დოლარი კი მოხმარდება უკრაინაში ბირთვული ელექტროსადგურების საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით.