კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო. იუწყება AP.
სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, 84 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პირველი გარდაცვალების დეტალები არ გავრცელებულა.
მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ სამი ხანდაზმული პაციენტი.
კვიპროსში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია.
მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ასევე ართულებს ხანძრის ჩაქრობას,
დედაქალაქ ნიქოზიის სამხრეთ-დასავლეთით მთიან მხარეში, სადაც 3,2 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტყე დაიწვა.
გასულ კვირას ქალაქ პაფოსიდან 49 მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტყის ხანძარი საფრთხეს უქმნიდა მათ სახლებს. ცეცხლის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო საბერძნეთისა და იორდანიის თვითმფრინავები.
ამ კვირაში საბერძნეთმა დახურა თავისი უძველესი ტურისტული ადგილები ათენში უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო.