საღამომდე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდეგბა.
ზამთრის სარეაბილიტაციო სამუშაოსთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება 24 ნოემბერს შეუწყდა. ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ყიფშიძის, ატენისა და ჭავჭავაძის ქუჩებს.
გაზის მიწოდება სულ 1500-მდე აბონენტს შეუწყდა. "ყაზტრანსგაზთბილისის" განცხადებით, კომპანია 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს და აბონენტებს გაზის მიწოდება ეტაპობრივად საღამომდე აღუდგება.