ნორვეგიის ხელისუფლება გამოყოფს 1,1 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (96 მილიონ ევროზე მეტი) უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.
„რუსეთი ახორციელებს მასშტაბურ, სისტემატურ შეტევებს ელექტროქსელის პარალიზებისთვის, მაგრამ უკრაინელები დღე და ღამე მუშაობენ მოსახლეობისთვის საჭირო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეარყიოს უკრაინის გამძლეობა მისი ელექტროსადგურების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვით და უკვე გაანადგურა მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკული სიმძლავრის 50 პროცენტზე მეტი.
სტიორეს თქმით, მისი მთავრობა მჭიდრო დიალოგს აწარმოებს კიევთან მოწოდებული თანხების ყველაზე ეფექტური გამოყენების საკითხზე. „უკრაინელებს ყველაზე კარგად ესმით, რა არის საჭირო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მუშაობა ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაც შეიძლება მალე. ნორვეგიაში იმედოვნებენ, რომ ახალი ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეამსუბუქებს ზარალს და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიწოდებას ”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სახსრების ნაწილი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება გაერო-ს განვითარების პროგრამის მეშვეობით ხარკოვის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სამშობიაროებისა და შვიდი საავადმყოფოს საოპერაციო ოთახების სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.