ჰამბურგის ცენტრში ევროპის ჩემპიონატის მატჩის, პოლონეთი-ნიდერლანდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციელებმა ესროლეს ნაჯახით შეიარაღებულ კაცს, რომელიც სამართალდამცველებს და გულშემატკივრებს ემუქრებოდა.
პოლიციამ თავდამსხმელის წინააღმდეგ თავდაპირველად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მეორე ხელში მას მოლოტოვის კოქტეილი ეჭირა. სამართალდამცავმა ჯერ გაფრთხილების მიზნით ჰაერში ისროლა, თუმცა კაცი არ გაჩერდა, შემდეგ კი პოლიციამ მას რამდენიმე ტყვია ესროლა და კაცი მიწაზე დავარდა . მედიის ცნობით, ის ფეხში დაიჭრა.
პოლიციის ცნობით, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.