რუსული მედიის ცნობით, პატიმრები, რომლებმაც დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მძევლები აიყვანეს, დახოცეს.
ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახუროს ცნობით, მძევლები თავისუფლები არიან.
ისინი ოპერაციის დროს არ დაშავებულან. ერთ-ერთი მძევალი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის როსტოვის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო, მეორე სამთავრობო მედია "რიას" მიხედვით, ზედამხედველი.
Shot წერს, რომ ექვსივე პატომარი დაღუპულია. გამოცემა Baza იუწყება, რომ რომ ერთ-ერთმა მძევალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ექვსი პატიმარი ითხოვდა მათთვის მანქანის გადაცემას და თავისუფლად წასვლის უფლების მიცემას.