ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში აფეთქებას რვა ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ Politico ისრაელელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
"მათ იცოდნენ, რომ შესაძლოა თავიანთი სიცოცხლე გაეწირათ, მაგრამ ეს გააკეთეს, რათა ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრება შეგვეძლოს. მე პატივს მივაგებ მათ და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს", - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელი კაცი სოციალურ ქსელში.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 50 მებრძოლი მოკლეს.
ღაზის ჯანდაცვის უწყება 30 მშვიდობიანი პალესტინელი დაღუპვის შესახებ იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდასხმა, რომელიც ომის დაწყებიდან რვა თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, სავარაუდოდ გამოიწვევს ისრაელში საპროტესტო აქციის მონაწილეების უკმაყოფილების გაზრდას და მათი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელახლა მოთხოვნას.