შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხაზი გაუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც რუსეთმა შეარყია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.
ამის შესახებ მან შვეიცარიაში, გლობალური მშვიდობის სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თავის გამოსვლაში ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები, თუ არ დაისჯება, "წახალისებს სხვა აგრესორებს და გამოიწვევს დამპყრობლური ომის შესაძლებლობას და ქაოსს, ვიდრე წესრიგსა და სტაბილურობას - რაც საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს".
მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთს აიძულებს ფასი გადაიხადოს, ასევე იმუშავებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ამ ომის დასრულებაზე უკრაინის გარეშე არაფერი გადაწყდება".
„ამის საპირისპიროდ, გუშინ პუტინმა წამოაყენა წინადადება. მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ: ის მოუწოდებს არა მოლაპარაკებისკენ, არამედ კაპიტულაციისკენ. ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას არა ქველმოქმედების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, - აღნიშნა ჰარისმა.