რუმინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ვიზების გასცეს რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც რუმინეთში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე გაიმართება.
ამის შესახებ შაბათს, 15 ივნისს, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადუ ფილიპმა განაცხადა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ბუქარესტმა რუსეთის დელეგაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის უფლება არ მისცა და ეს გადაწყვეტილება შეეხება დელეგაციის ყველა წევრს, პარლამენტარებს და ტექნიკურ პერსონალს.
„რუმინული მხარის გადაწყვეტილება ეფუძნება რუმინეთის ცნობილ და თანმიმდევრულ პოზიციას რუსეთის ფედერაციის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის კონტექსტში“, - განაცხადა ფილიპმა.
მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეზღუდვა ასევე ეხება ბელარუსს, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომს.