აშშ უკრაინის ენერგეტიკის სექტორისა და ჰუმანიტარული საჭიროებისთვის 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
"USAID-სგან, ეს დახმარება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას ენერგეტიკული დახმარებისთვის და 324 მილიონი აშშ დოლარის ადრე გამოცხადებული თანხების გადამისამართებას უკრაინაში გადაუდებელი ენერგიის საჭიროებებისთვის.
გარდა ამისა, ვიცეპრეზიდენტი აცხადებს 379 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას სახელმწიფოსგან და USAID-სგან, რათა დაეხმაროს ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული თემების გადაუდებელ საჭიროებებს, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჰარისი ასევე განაცხადა, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის, უკრაინელი მესაზღვრეებისა და სამართალდამცავების საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.