ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ გაშვებული საზღვაო დრონები, უპილოტო საფრენი აპარატები და რადარები გაანადგურეს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში.
გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ის ძალებმა, „წარმატებით გაანადგურეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც გაშვებული იყო წითელ ზღვაზე, ორი საზღვაო დრონი და შვიდი რადარი იემენში, რომლებსაც ჰუსიტები იყენებდნენ გემების დასამიზნებლად.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს, 2023 წლის ნოემბრიდან განახორციელეს ათობით სარაკეტო და დრონებით დარტყმა წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. ჰუსიტები აღნიშნულ თავდასხმებს შურისძიება ისრაელსა და ჰამასს შორის მიმიდნარე ომისთვის შურისძიებას უწოდებენ.
2023 წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებთან ერთად დაიწყო ოპერაცია წითელ ზღვაში სავაჭრო გემების დასაცავად ჰუსიტების თავდასხმებისგან.