„ჰამასის“ პრესმდივანმა ოსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ არავინ იცის, 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი მძევლებიდან რამდენია ცოცხალი.
"მე არ ვიცი და არავინ იცის", - თქვა მან.
მან ასევე დაადასტურა, რომ ჰამასი არ არის კმაყოფილი ზავის ბოლო წინადადებებით, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმით.
ჰამდანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა თავი უნდა დაიდანაშაულოს მძევლების შესაძლო შეურაცხყოფაში.
ექიმმა განაცხადა, რომ ახლახან გათავისუფლებული მძევლები მუდმივ ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას განიცდიდნენ.
ოსამა ჰამდანი ახლახან გადარჩენილი ოთხი მძევლის ფსიქიკურ მდგომარეობაში ისრაელს ადანაშაულებს.
„მჯერა, რომ მათ თუ აქვთ ფსიქიკური პრობლემები, ეს იმის გამოა, რაც ისრაელმა გააკეთა ღაზაში. არავის შეუძლია, გაუმკლავდეს იმას, რასაც ისრაელი აკეთებს. ყოველდღე ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს ქალებსა და ბავშვებს. მათ ეს საკუთარი თვალით დაინახეს. გატაცებულები ღაზიდან გამოსვლისას უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე გატაცების დროს“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.