უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა „მშვიდობის გლობალურ სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 15-16 ივნისს იმართება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო სამიტში 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.
”მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებულის დაბრუნება, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების”, - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც გადაწყვიტეს შეუერთდნენ და აჩვენონ გლობალური ლიდერობა და ერთგულება მშვიდობის, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 15-16 ივნისს შვეიცარია სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული და რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს რეალურ სამშვიდობო ინიციატივად.