მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სალიო) უარს ამბობს გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ღონისძიება ბერლინში 21 ივნისს უნდა გაიმართოს. მომღერალი მედიას ეუბნება, რომ ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავდა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები.
"გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.