რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დროს არ აპირებდა კიევის „შტურმით“ აღებას.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისრული „ტია ნოვოსტი“ იუწყება.
„რუსული ძალები კიევთან 2022 წლის მარტში იდგნენ, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში შეტევაზე საუბარი არ ყოფილა, არ იყო არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება სამმილიონიან ქალაქზე შტურმის შესახებ, ეს იყო მშვიდობის დამყარების ოპერაცია“ - თქვა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კიევმა ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებში ომი თავად წამოიწყო, რადგან ამ რეგიონებს დამოუკიდებლობა სურდათ.
„დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს ჰქონდათ უფლება, გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, მაგრამ კიევის რეჟიმმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაციას არ დაუწყია ომი უკრაინაში, ეს იყო კიევის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო და აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს. ეს არის აგრესია“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთი შეიჭრა და დაიკავა უკრაინული ყირიმი და დონბასის ტერიტორიის ნაწილები ჯერ კიდევ 2014 წელს. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ღამით რაკეტებითა და ბომბებით თავს დაესხა მშვიდობიანი მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსი პროპაგანდისტები პირველ დღეებში აქტიურად ავრცელდებდნენ განცხადებებს, რომ "რუსეთი 3 დღეში აიღებდა კიევს" და რუს ჯარისკაცებს, რომლებიც კიევისკენ მიიწევდნენ, თან ჰქონდათ ფორმები, რათა ამ 3 დღის შემდეგ კრეშჩატიკის ქუჩაზე აღლუმით ჩაევლოთ.
თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ოკუპანტების განდევნა კიევის, ჩერნჰივისა და სუმის რეგიონებიდან.