რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა "ქართული ეროვნული ლეგიონი", რომელიც უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშალება „ტასი"რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე (ეფ-ეს-ბე) დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგროვებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ ნახევრად სამხედრო ფორმაცია "ქართული ეროვნული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა," - წერია ეფ-ეს-ბეს განცახდებაში.
განცხადებაში აღნიშნული, რომ ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და "რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში".
2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო მიმდინარე წლის 24 თებერვალს სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.