უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს.
„ტელეფონით ვესაუბრე ჩინეთის ხელმძღვანელს. მან მითხრა, რომ არ მიყიდის იარაღს რუსეთს. ვნახოთ. თუ ის წესიერი ადამიანია, ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ მან სიტყვა მომცა“, - თქვა ზელენსკიმ იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ გამართულ პრესკონფერენციაზე
პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ნატო-ში და აღიარებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ,“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.