რუსული მედიის ცნობით, ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა სულ მცირე 93-ჯერ შემთხვევით დაბომბეს ბელგოროდის რეგიონი და ოკუპირებული ტერიტორიები.
11 და 12 ივნისს ბელგოროდის რაიონში აღმოაჩინეს კიდევ 5 ავიაბომბი: სოფელ ნეკლიუდოვოში, სოფელ ბატრაცსკაია დაჩაში, სოფელ ნოვოსტროევკაში, სოფელ ლენინსკის მიდამოებში და სოფელ ცეპლიაევო-ვტოროეში.
ხუთივე შემთხვევაში არავინ დაშავებულა.
მედია აღნიშნავს, რომ 4 მაისს რუსულმა თვითმფრინავმა ბელგოროში ჩამოაგდო FAB-500, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 31 სამეურნეო ნაკვეთი და 10 მანქანა.
ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია.