გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ, კახეთის სამი სოფელი დააზარალა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორხელში, იყალთოსა და რუისპირში 30%-მდე გაანადგურა ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული.
ადგილობრივებისთქმით, სეტყვა 10 წუთს გაგრძელდა.
დაზიანდა ერთწლიანი ნარგავები და ბოსტნეული კულტურა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა სოფელ იყალთოში ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.