დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის 242 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 309 მილიონი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადებს.
„სამიტზე პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უკრაინისთვის 242 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ, რათა დააკმაყოფილოს გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სტაბილიზაციის საჭიროებები და საფუძველი ჩაუყაროს გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას და რეკონსტრუქციას“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ეს დაფინანსება ადასტურებს „დიდი ბრიტანეთის მუდმივ საერთაშორისო სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მოქნილობას რუსეთის აგრესიით გამოწვეულ გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებაში.
კერძოდ, დიდი ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიური რუსული სარაკეტო დატყმებისა და დაბომბვების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურ“.
მთავრობის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სამიტზე პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი იქნება პარტნიორებთან მუშაობა, რათა შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად.
აღნიშნულია, რომ G7-ის იურისდიქციებში მდებარე აქტივების ღირებულება 285 მილიარდი დოლარია.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო კანონმდებლობა, რომლის თანახმად, სანქციები ძალაში რჩება მანამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის ფასს მიყენებულ ზიანისთვის.
„ჩვენ უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული მცდელობებში, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაქციის ავანგარდში, როგორც ეს თავიდანვე იყო. ჩვენ უნდა გადავიდეთ „რამდენიც საჭირო იქნება -დან“ „რადაც არ უნდა გვიღირდეს-მდე“, თუ გვინდა ამ უკანონო ომის დასრულება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.
ამასთან, მთავრობის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის თითქმის 12,7 მილიარდი ფუნტის ოდენობის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გამოყო და ხშირად იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მას შეიარაღებით - Storm Shadow-ის ფრთოსანი რაკეტებით დაწყებული Challenger 2-ის ტანკებით დამთავრებული.