ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა არ დაბლოკოს ალიანსის სამხედრო დახმარება უკრაინაში, მაგრამ ის თავად არ მიიღებს მონაწილეობას.
სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ნატო-ს სამიტის წინ ჩავიდა, სადაც განიხილება ბლოკის გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გენერალური მდივნის თქმით, ორბანთან შეხვედრისას შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც ნატო არ გამოიყენებს უნგრულ რესურსებს უკრაინისთვის დახმარების გაწევისას.
„შევთანხმდით, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის დახმარებაში. არცერთი უნგრელი პერსონალი არ ჩაერთვება ამ საქმიანობაში და არც უნგრული სახსრები იქნება გამოყენებული მის მხარდასაჭერად. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ დაუპირისპირდება ამ ძალისხმევას და მისცემს საშუალებას სხვა მოკავშირეებს წინ წავიდნენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.