25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტის" თამარ მეფის დარბაზში "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე შეაჯამებს კომპანიის ქსელში "აპის" იტალიური საწვავის გაყიდვების დინამიკას და ჟურნალისტებს 2010 წლის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის შექმნილი იტალიური საწვავის, "აპის" წილმა ვისოლის საერთო გაყიდვებში 35 %-ს მიაღწია.
პრესკონფერენციაზე ვისოლის დამფუძნებლებთან და გენერალურ დირექტორთან ერთად სიტყვით გამოვა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვიტორიო სანდალი, რომელიც საქართველო-იტალიის წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრებს.