სომხეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის სტრატეგიული დიალოგის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
11 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს უმასპინძლა.
შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების მხრივ არსებული პროგრესი განიხილეს და მომდევნო წელს კავშირების გასაღრმავებლად საერთო ხედვაზე შეთანხმდნენ.
დასკვნითი ი შეხვედრის დროს სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა განიხილეს პროგრესი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და ჩამოაყალიბეს ხედვა მომავალ წელს კავშირების გაღრმავების შესახებ, რომელიც ფორმულირებულია ურთიერთგაგების მემორანდუმში და რომელიც ორმხრივი დიალოგის სტატუსს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიად გარდაქმნის,“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა დადებითად შეაფასეს სომხეთის მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს სომხეთის მისწრაფებები, უფრო ახლოდ ითანამშრომლოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან და ზოგადად დასავლეთთან.