კვლევითი ცენტრის, Pew Research Center-ის ახალი გამოკითხვის მონაცემებით აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოფლიო მასშტაბით ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე დადებითი რეიტინგი მიიღო.
5 იანვრიდან 21 მაისამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 34 ქვეყნიდან 40,566 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აჩვენა, რომ ბაიდენის მიმართ ნდობა საგარეო ირთიერთობების საკითხში 43%-ია, ტრამპის კი 28%.
მიუხედავად იმისა, რომ 24 ქვეყანაში ხალხი ბაიდენს უფრო ენდობა, ვიდრე ტრამპს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ლიდერობს უნგრეთსა და ტუნისში, ხოლო დანარჩენ რვა ქვეყანაში ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ორივე ლიდერმა მიიღო ყველაზე მაღალი ნდობის შეფასება ფილიპინებში, ბაიდენმა 77%, ტრამპი - 68%.
თუმცა, ბაიდენის რეიტინგი გასულ წელთან შედარებით გაუარესდა. 21 ქვეყნიდან 14-ში ბაიდენმა წელს უფრო დაბალი რეიტინგი მიიღო 2023 წელთან შედარებით.
ბაიდენის რეიტინგის ვარდნა ნაწილობრივ განპირობებულია ისრაელ-ჰამასის ომით ღაზაში. 34 ქვეყანაში, ბაიდენის მიერ ომისადმი უკმაყოფილების საშუალო დონე იყო 57%. Pew-ის ცნობით, კვლევა ჩატარდა მანამდე, ვიდრე ბაიდენმა გამოაცხადა გეგმა ომის დასრულების შესახებ.
მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში კაცები უფრო მეტად ენდობიან ტრამპს, ვიდრე ქალები. ორივე პოლიტიკოსის კლების ტენდენცია, როგორც ჩანს, შეესაბამება აშშ-ის, როგორც დემოკრატიის მოდელის, ნდობის შემცირებას.
„ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, დაახლოებით 10 რესპონდენტიდან ოთხს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ოდესღაც დემოკრატიის გლობალური მაგალითი იყო, ეს ასე აღარ არის“, -ნათქვამია Pew Research Center-ის ანგარიშში.