პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმუშავებს საფრანგეთის დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ ლიდერთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა, ვადამდელი საკანონმდებლო არჩევნები დანიშნა. არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება.
"საფრანგეთი ჩვენი უძველესი მოკავშირეა. ჩვენ ყოველთვის ვიმუშავებთ მასთან, ვინც გადაწყვეტს ფრანგი ხალხი აირჩიოს თავის წარმომადგენლებად", - თქვა კირბიმ.