ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარში გადაბირებული ინდოეთის ორი მოქალაქე "ცოტა ხნის წინ დაიღუპა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში".
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოელი დიპლომატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის ხელისუფლებასთან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსთან მათი ცხედრების დასაბრუნებლად. გარდა ამისა, ინდოეთმა მოითხოვა „სწრაფი გათავისუფლება და დაბრუნება ინდოეთის ყველა მოქალაქის, რომელიც რუსეთის ჯარში იმყოფება“.
ინდოელების (ისევე, როგორც „გლობალური სამხრეთის“ ზოგიერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეების) გადაბირების პრაქტიკა უკრაინასთან ომისთვის, ზოგჯერ მოტყუების გზით, უკვე არაერთხელ იქნა აღწერილი მედიაში დაინდოეთის დიპლომატიური უწყების განცხადებებში.
„ინდოეთმა ასევე მოითხოვა რუსეთის ჯარში ჩვენი მოქალაქეების შემდგომი გადაბირების შეწყვეტა. ასეთი აქტივობები არ შეესაბამება ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას“, - აცხადებენ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ურჩია ინდოელებს სიფრთხილე გამოიჩინონ რუსეთში დასაქმების მცდელობისას.