ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, განაცხადა, რომ 60 მილიონს ევროს გამოყოფს უკრაინის არმიის საჭიროებისთვის დრონების შესაძენად. იუწყება ნიდერლანდური მედია.
ეს, სავარაუდოდ, ბოლო დახმარების პაკეტია, რომელიც დამტკიცებულია ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ჰოლანდიაში ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესი გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სრულდება.
უკრაინისთვის დრონების წამოებაში ინვესტიციები ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
60 მილიონი ევროს მთლიანი თანხიდან 17,5 მილიონი ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV -დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს.
დანარჩენები თავად ნიდერლანდებში უკრაინაში გადასაცემი დრონების წარმოებას მოხმარდება.