წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს ხმების 44.2%-ით. მეორე ადგილი პიტერ მაგიარის პარტია „ტიზამ“ დაიკავა ხმათა 30%-ით, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებულ ხმებს აღემატება.
გამოცემა Reuters-ი წერს, რომ “ფიდესმა” ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეროვნულ თუ EU-ს არჩევნებში მიღებულ თავის ყველა შედეგთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
"ეს შედეგი არის ორბანის ძალაუფლების ქარხნის ვატერლოო, დასასრულის დასაწყისი. რაც მოხდა პოლიტიკური მეწყერია". - თქვა “ტიზას” ლიდერმა, პიტერ მაგიარმა.
თავის მხრივ, მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია.
„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ შედეგებმა დაადასტურა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი.
„ფიდესი“ ხელისუფლებაში 2010 წლიდან არის.