უმაღლესი რანგის შეხვედრები მქონდა ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დევიდ ქემერონთან და ასევე ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველი, რომ ნამდვილად უპრეცენდენტოა, როცა ოპოზიციის ლიდერებს ხვდება ამ რანგის წარმომადგენელი ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან და ეს მკაფიოდ მიუთითებს იმ პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას, რომელიც არის ბრიტანეთში, ნორევეგიასა თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
მეორე, რომ სწორედ საზოგადოების მასობრივმა პროტესტმა, იმ უპრეცენდენტო რაოდენობის პროტესტმა, საქართველო დააბრუნა ტოპ დღის წესრიგში დასავლურ ქვეყნებში და მთელი მსოფლიოს მედია, ბრიტანული, ამერიკული მედია ყველა საუბრობს საქართველში მიმდინარე საკითხებზე, შესაბამისად უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, იმ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის და საქართველოს საბოლოო დერუსიფიკაციისთვის, რომელიც ჩვენი ამოცანაა.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეურთდნენ ამ საკითხებს.
რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ძალაინ მკაფიოა ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც გამოიხატა პროტესტებით და აქციებით და მეორე მხრივ ძალიან მკაფიოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ცივი ომი გამოუცხადა დასვლელ პარტნიორებს და საქართველოში ევროპულ ინტერგრაციას.
შესაბამისად ახლა ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ერთიანი ძალებით მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც არის უახლესი ისტორიის ალბათ ერთ ერთი ყველაზე გადამწყვეტი დღე, დღე როდესაც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ცივილიზაციური არჩევანი, სად დგას საქართველო, ვართ ევროკაშირის წევრი, თუ ვართ აი ამ ჭაობში, საითაც მიგვათრევს „ქართული ოცნება“, ეს ღალატის და უსამშლობოთა პარტია, ასე ვთქვათ გაერთიანება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილს ასრულებს.
გარანტიას გაძლევთ, რომ სრული მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებას ექნება დასვლელი პარტნიორეის მხრიდან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მთლიანად ჩვენი ასე ვთქვათ დასავლელი პარტნიორები, რაღა თმა უნდა ძალიან ბევრ დამკვირვებელს გამოაგზავნიან არჩევენბზე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“, ამ ღალატის პარტიის უკანონო ქმედები არჩევნებზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით ქემერონთან შეხვედრაზე ისაუბრეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც.
„ქემერონმა მოიკითხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაინტერსედა სააკაშვილის პატიმრობის პირობებით, რომელიც მიუთითებს ბრიტანეთის მხრადამჭერ პოზიციაზე და რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს სააკაშვილთან მიმართებაში და დადგება დღე, როდესაც აბსოლიტურად ყველა ქართველი განთავისუფლდება რუსული რეჟიმისგან და ძალიან სწრაფ განვითარებას დავიწყებთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ის დიდი ინვესტიციები, 14 მილიარდამდე პაკეტი, რომელიც არის სხვადასხვა ფონდებში, ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ ფონდებში ელის იმას, რომ ცვლილებები მოვიდეს საქართველოში, დემოკრტიულმა ძალებმა შევატრიალოთ საქართველოს განვითარება ევროპული მიმართულებით და ყველა ეს თანხა მივღოთ იმისთვის რომ საქართველომ ძალიან მძლავრი ეკონომიკური განვითრება განახორციელოს“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.