მაკრონის და ბაიდენის განცხადება ნიშნავს, რომ დასავლეთი არ აპირებს, საქართველო რუსეთს დაუთმოს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" დაწესებულ სანქციებს აშშ-ს შემდეგ ევროკავშირიც შეუერთდება.
„ერთობლივი განცხადება ევროკავშირის წამყვანის ლიდერის და აშშ-სი, არის გზავნილი იმის თაობაზე, რომ დასავლეთი არ აპირებს, რომ დაუთმოს ჩვენი ქვეყანა რუსეთს. მე ვფიქრობ, ეს გზავნილი ასევე უნდა იყოს გაგებული ივანიშვილის მიერ როგორც გაფრთხილება, რომ აშშ არ იქნება მარტო იმ ზეწოლაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ დღეს ხელისუფლებაზე და მათ შორის სანქციების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ აშშ-ს შეიძლება ძალიან მალე შეუერთდეს ევროკავშირი, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსნებთ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.