ეგზიტპოლების მონაცემებით, იტალიაში, პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა გუნდმა, „იტალიის ძმებმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო.
სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, პარტია „იტალიის ძმებმა“ (FdI) ხმების 26-30% მოიპოვა, ხოლო მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციური დემოკრატიული პარტია (PD) მეორე ადგილზე 21-25%-ით გავიდა.
„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ (M5S) ხმათა 10-14 პროცენტი აიღო, ხოლო Forza Italia მეოთხე ადგილზე გავიდა ხმების 8,5-10,5 პროცენტით. რაც შეეხება მწვანეებს\მემარცხენეებს, მათი შედეგი, ეგზიტპოლის თანახმად, 5-7 პროცენტია.