მედიის ცნობით, ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 191 ადგილი მოიპოვა, რაც ადასტურებს მისი, როგორც ყველაზე დიდო ბლოკის როლს ევროპარლამენტში.
სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ბლოკი, რომელიც ყოველთვის მეორე ადგილს იკავებდა, ამჯერადაც 135 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა.
მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ECR-ს და ID-ს, შესაბამისად 71 და 58 ადგილი ერგოთ.
„განაახლეთ ევროპამ“ ევროპარლამენტში 22 ადგილი დაკარგა, მწვანეებმა კი 20.
ჯერჯერიბით უცნობია, ვის მხარდაჭერას გადაწყვეტს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.
ზოგიერთი მათგანი ვიქტორ ორბანის მემარჯვენე პარტიას Fidesz-ს ეკუთვნის, ზოგი კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრია.