გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, რუსები უკრაინაში ფრონტზე, აგზავნიან ახალგაზრდა აფრიკელებ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი მათ რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებით ემუქრებიან.
გამოცემა ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრემლმა აიძულა ათასობით მიგრანტი და უცხოელი სტუდენტი ებრძოლათ უკრაინის წინააღმდეგ, რამაც დამატებით ადამიანუირი ძალა შემატა მის იერიშს ხარკოვის რეგიონში.
რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო და უფრო იმუქრებიან, რომ აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ვიზებს არ გაუხანგრძლივებენ, თუ ისინი არ დათანხმდებიან საოკუპაციო ჯარში გაწვევას.
ერთ-ერთი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოსკოვი ასევე იბირებს მსჯავრდებულებს ციხეებიდან, ხოლო რუსეთში სამუშაო ვიზებით მყოფ აფრიკელებს აკავებენ და აიძულებენ არჩევანის გაკეთებას დეპორტაციასა და ბრძოლას შორის.
ამავდროულად, ზოგიერთმა შეძლო რუსეთის ჩინოვნიკების ქრთამით მოსყიდვა ქვეყანაში დარჩენისა და სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით.
კიდევ ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსული ჯარი განიცდის განსაკუთრებით დიდ დანაკარგს, რადგან მათ სულ უფრო ხშირად აიძულებენ ჩაერთონ სარისკო შეტევაში უკეთ გაწვრთნილი ქვედანაყოფების დასაცავად.