ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი საბერძნეთის კუნძულ სიმიზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
67 წლის მოსლი ოთხშაბათიდან დაკარგული იყო. ის მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სანაპიროზე სასეირნოდ წავიდა.
მანამდე პოლიციის სპიკერმა კონსტანტინა დიმოგლიდუმ განაცხადა, რომ მამაკაცის ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ მოსლის იყო, იპოვეს აგია მარინას რაიონში, მაგრამ ცხედრის იდენტიფიკაცია ჯერ დასრულებული არ იყო.
პოლიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედარი ზღვის მახლობლად კლდოვან უბანში იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.