ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება: 34 ე.წ. დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი – მაჟორიტარული ოლქებიდან. პარტიებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
73 „საარჩევნო უბანი“ 17 ოლქშია გახსნილი, მათ შორის, ვლადიკავკაზსა და მოსკოვში.
ე.წ.არჩევნებში მონაწილეობს შვიდი პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“ და 111 მაჟორიტარი კანდიდატი.
ე.წ. არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ აღიარებს.
უკანონო არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრო დღის მეორე ნახევარში განცხადებით გამოეხმაურა, რომელშც ნათქვამია, რომ უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების ჩატარებას.