დღეს, ბულგარეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში, მეექვსე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. თუმცა ექსპერტების პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს არჩევნები სტაბილური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მოიტანს.
ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია მოიპოვებს. ზოგი ვარაუდობს, რომ დღევანდელი არჩევნები 2021 წლის შემდეგ მეშვიდე კენჭისყრის აუცილებლობას გამოიწვევს.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა. ეგზიტპოლის შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი. პირველი ნაწილობრივი შედეგები მოსალოდნელია დაახლოებით შუაღამისას.
გამოკითხვის თანახმად, ლიდერობს ბულგართის ყოფილი მინისტრი პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისათვის“.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბულგარეთში ხუთჯერ გაიმართა საპარლამენტო არჩევნები - 2021 წლის აპრილში, 2021 წლის ივლისში, 2021 წლის ნოემბერში, 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის აპრილში.
ბულგარელები დღეს ასევე ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტში ევროკავშირის 20 სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად.