8 ივნისს, რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს საბრძოლო შეხების ხაზიდან 589 კილომეტრში, რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-57 აფეთქდა.
ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს და სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს.
უკრაინის დაზვერვის განცხადებით, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს 7 ივნისს უვნებელი სუ-57 აეროდრომის ტერიტორიაზე, 8 ივნისს კი - მის ადგილზე აფეთქების შედეგად გაჩენილი უზარმაზარი ორმო.
სუ-57-ის განადგურების ასეთი შემთხვევა პირველია ისტორიაში.
სუ-57 რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია, რომელიც გამოიყენება Х-59-სა დაХ-69-ის ტიპის რაკეტების გასაშვებად.
რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მხოლოდ რამდენიმე ერთეული ჰყავს.