ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელის მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს ნუსეირათის ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 210 პალესტინელი და 400 დაშავდა
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელსაც ზოგადად „ჰამასზე“ უფრო სანდო ინფორმაცია აქვს, ჯერ განცახდება არ გაუკეთებია ისრაელის ოპერაციის შედეგად დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.
პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა მოუწოდა გაერო-ს სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომას „ისრაელის ძალების მიერ განხორციელებულ „სისხლიან ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა ისრაელის მიერ „ჰამასის“ ოთხი მძევლის გათავსუფლების შესახებ.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დღეს გათავისუფლებულ მძევლებს შორის არიან 26 წლის ნოა არგამანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი, რომელსაც აქვს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა; 22 წლის ალმოგ მეირ იანი და 41 წლის შლომი ზივი.