ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაარძელებენ მძევლების ტყვეობაში ყოფნას და არ გამორიცხავენ მძევლების რაოდენობის გაზრდას, იტყობინება სააგენტო Reuters.
ტერორისტების განცხადება გაკეთდა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ოპერაციის შედეგად ჰამასის ტყვეობიდან ოთხი მძევლის გათავისუფლების ფონზე.
გარდა ამისა, „ჰამასის“ ცნობით, ნუსეირატში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, 210 პალესტინელი დაიღუპა. თუმცა, რამდენი მათგანი იყო დაჯგუფების მებრძოლი, არ არის დაზუსტებული.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაადასტურა, რომ ისრაელის ძალები იძულებულნი იყვნენ მძევლების გადასარჩენად ჩაეტარებინათ ოპერაცია ძლიერი ცეცხლის ქვეშ და რთულ გარემოში. ”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გმირული და ექსტრაორდინალური ოპერაცია, რომლის მომსწრეც ვყოფილვარ ისრაელის თავდაცვის უწყებაში ჩემი 47 წლის მსახურების განმავლობაში,” - თქვა მან.
IDF-ის ოპერაციის შედეგების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აპირებს დადანებდესტერორიზმს. "ჩვენ არ დავიხევთ უკან, ვიდრე არ დავასრულებთ მისიას და არ დავაბრუნებთ ყველა მძევლს სახლში - ცოცხლებსაც და დაღუპულებსაც", - თქვა ნეთანიაჰუმ.