სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც გასულ თვეში განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმა მისცა. ამის შესახებ ის Facebook.-ზე წერს.
ფიცომ თქვა, რომ მან ხმა მისცა საავადმყოფოში, რადგან „ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ უნდა მივცეთ ხმა ევროპელ დეპუტატებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ სამშვიდობო ინიციატივებს და არა ომის გაგრძელებას“, - წერს ის.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების თანხმობა უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებისთვის „მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ დიდ დასავლურ დემოკრატიებს უნდათ არა მშვიდობა, არამედ დაძაბულობის ესკალაცია რუსეთის ფედერაციასთან, რაც აუცილებლად მოხდება.”
„როგორც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მე არ ჩავაბამ სლოვაკეთს მსგავს სამხედრო ავანტიურაში და ჩვენი მცირე შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მშვიდობა ომის წინაშე პრიორიტეტი გახდეს“, - განაცხადა ფიცომ.
შაბათს დილით ევროპარლამენტის არჩევნების კენჭისყრა დღეს ლატვიაში, სლოვაკეთში, მალტასა და იტალიაში მიმდინარეობს.
მანამდე, 6 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები ნიდერლანდებში გაიმართა. 7 ივნისს - ირლანდიაში, ჩეხეთსა და ესტონეთში.
ევროპარლამენტის არჩევნების ყველაზე აქტიური დღე 9 ივნისი იქნება, როდესაც არჩევნებზე 19 წევრი ქვეყანა ერთდროულად გამართავს.