რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 ივნისს, დილით ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურდეს.
მოგვიანებით, რეგიონის გუბერნატორმა დააზუსტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინული მხარის მიერ იყო გაშვებული და მათ სამიზნეს სამხედრო აეროდრომი წრმოადგენდა.
უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ მოზდოკის აეროდრომიდან ფრინდებიან მიგ-31-სა და ტუ-ს ტიპის თვითმრინავები უკრაინის დასაბომბად და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ოსეთი საბრძოლო ზონიდან საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობს, მაგალითად ზაპოროჟიე მისგან 900 კმ-ითაა დაშორებული.