აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ კობახიძე მეორე კორპუსში შენობის გვერდითა შესასვლელიდან შევიდა.
„მონა“, „წადი“, „მოღალატე“ - ისმოდა შეძახილები აქციაზე,
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ლექციის დასრულებას ელოდებიან.
თსუ-სთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ფოტო: რადიო თავისუფლება