ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა 7 ივნისს პარიზში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დახმარების შესახებ.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კიევისა და პარიზის დელეგაციებმა მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის ინფრასრუქტურის აღდგენის თაობაზე და მიიღეს გადაწყვიტილება, შეიქმნას ახალი ინსტრუმენტები.
„გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც განკუთვნილია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო გამოიყოფა ენერგეტიკულ სექტორისა და მის პრიორიტეტებისთვის,“ – განაცხადა მაკრონმა.
გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზი აფართოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მანდატს უკრაინაში პროექტების მხარდასაჭერად ადგილობრივ დონეზე და აგზავნის 20 ტექნიკურ ექსპერტს უკრაინის სხვადასხვა სამინისტროში ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად.