საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მკაცრად გააფრთხილა რუსეთი სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისგან. ”ეს ჩარევა შესაძლოა, გახდეს ჩვენი ახალი მსოფლიო ომი”, - თქვა ატალმა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უწოდა „გარედან მანიპულაციები, რომლებიც ჩვენს დაყოფას ცდილობენ“.
რუსეთის ჩარევა არის "შხამი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას", - თქვა ატალმა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საფრთხეს უქმნის საფრანგეთის უსაფრთხოებას „ახალი, ჰიბრიდული ფორმით“.
რუსეთის ჩარევის მაგალითად ატალმა მიუთითა ბოლო შემთხვევა, როდესაც ეიფელის კოშკთან მიიტანეს კუბოები საფრანგეთის დროშით და წარწერით „ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში “.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის რუსული პროვოკაციის კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა გრაფიტი დავითის ვარსკვლავებით, რომლებიც დატანილი იყო პარიზის სახლებზე ოქტომბრის ბოლოს, ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან შემდეგ.